ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 17 წლის გოგონა დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ლიფტში შევიდა, რა დროსაც ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. წყალტუბოში 17 წლის გოგონა მიტოვებული შენობის ლიფტის შახტში ჩავარდა და დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

უბედური შემთხვევა წყალტუბოში გუშინ მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ყოფილ სავაჭრო ცენტრ „მერცხალში“ მოხდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

სხვა დეტალები იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა არასრულწლოვანი ლიფტის შახტში, ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.