COVID-19 - ბოლო ცნობები

ლატვიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისი საზღვრები გახსნა

ლატვიაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს არ მოუწევთ თვითიზოლაციაში, კარანტინში ყოფნა ან COVID-19-ზე ტესტის ჩაბარება.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ლატვიის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია ლატვიის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრის განცხადებაში.

საფრანგეთი საქართველოდან ვიზიტორების მისაღებად მზადაა>>

თუ ლატვიაში მოქალაქეები ჩადიან საქართველოდან ან სხვა „მწვანე" (კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით უსაფრთხო) ქვეყნიდან, მათ არ მოუწევთ თვითიზოლაციაში, კარანტინში ყოფნა, ან კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება.

ევროკავშირი საქართველოსთვის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის

ამასთან, თუ საქართველოს მოქალაქე ლატვიაში „წითელი" ქვეყნიდან შევა, ის იძულებული იქნება, თვითიზოლაციაში იყოს.

ლატვიისთვის მაღალი რისკის ქვეყნებში მოხვდნენ დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ბულგარეთი, რუმინეთი, შვედეთი და ლუქსემბურგი.

ევროკავშირმა გუშინ 15 ე.წ. მწვანე ქვეყნის სია შეადგინა, რომელთა მოქალაქეებისთვის ის საზღვრებს ხსნის 1 ივლისიდან. ამ ქვეყნების ჩამონათვალშია საქართველოც.

საქართველოს გარდა, ჩამონათვალში არიან: კანადა, ავსტრალია, მაროკო, იაპონია, სამხრეთ კორეა, ალჟირი, მონტენეგრო, რუანდა, ახალი ზელანდია, ტუნისი, სერბეთი, ტაილანდი, ურუგვაი და ჩინეთი. რაც შეეხება უკანასკნელს, აღნიშნულია, რომ ჩინეთის მოქალაქეებს ევროპაში ჩასვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანაც გახსნის თავის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.

ესპანეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის>>

თავისი საზღვრების გახსნის შესახებ საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე განაცხადეს ნიდერლანდებმა, გერმანიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმა.