COVID-19 - ბოლო ცნობები

ესპანეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის

ევროკავშირმა 15 ქვეყანა დაასახელა, რომელთა მოქალაქეებს 1 ივლისიდან ევროპაში შესვლა შეუძლიათ. ამ ქვეყნების ჩამონათვალშია საქართველოც.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ესპანეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს 2 ან 3 ივლისიდან მოხსნის. ინფორმაცია ამის თაობაზე გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე schengenvisainfo.

ეს გადაწყვეტილება ესპანეთის მთავრობამ 1 ივლისს მიიღო.

გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს ხსნის>>

შეზღუდვების მოხსნა ეხება ევროკავშირის არაწევრ 13 ქვეყანას. საქართველოს გარდა, ამ სიაში არიან: კანადა, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ალჟირი, მონტენეგრო, რუანდა, ახალი ზელანდია, ტუნისი, სერბეთი, ტაილანდი და ურუგვაი.

ესპანეთის ხელისუფლებამ ამ ეტაპზე ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა მაროკოსა და ჩინეთის მოქალაქეებს.

ნიდერლანდები საქართველოსთვის საზღვრებს ხსნის

უფრო ადრე ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა ევროკავშირის არაწევრი 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში, რომელთა მოქალაქეებისთვის ის თავის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის.

საქართველოსთვის და კიდევ რამდენიმე მესამე ქვეყნისთვის საზღვრების გახსნის თაობაზე უკვე განაცხადეს გერმანიამ და ნიდერლანდებმა.

ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ ავსტრია ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მხოლოდ 30 სექტემბრიდან ხსნის. ამის შესახებ იუწყება საქართველოს საელჩო ვენაში.

საქართველო თავის ცას კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის 1 ივლისიდან ხსნის მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადაიდო, განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მთავარი საზრუნავია მოქალაქეების ჯანმრთელობა და სწორედ ამით იყო განპირობებული გადაწყვეტილება რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის გადავადების შესახებ.