ტიკარაძე: თემა პირადად ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი შვილიც აბიტურიენტია

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ეროვნულ გამოცდებზე საუბრობს.
Sputnik
ტიკარაძე: თემა პირადად ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი შვილიც აბიტურიენტია
„თემა ჩემთვისაც პირადად მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი შვილიც აბიტურიენტია. აქედან გამომდინარე, მე, არა მხოლოდ როგორც მინისტრი და ამ საქმის უშუალო კურატორი, ჩართული ვარ ამ თემატიკაში. დღესდღეობით ჩვენ კონკრეტულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ განათლების სამინისტროსთან და შევეცდებით ბავშვებისთვის შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

მინისტრის თქმით, უახლოეს დღეებში ჯანდაცვის სამინისტრო ეროვნული გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებას გააკეთებს.