თურნავა: არ მივიღებთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომ უახლოეს პერიოდში გავხსნათ ფრენები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ საუბრობს.
Sputnik
თურნავა: არ მივიღებთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომ უახლოეს პერიოდში გავხსნათ ფრენები
„არც ერთ ვარიანტში არ მივიღებთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომ ახლავე, უახლოეს პერიოდში, სტიქიურად, როდესაც მთელი მსოფლიო მეორე ტალღის მოლოდინშია, გავხსნათ ფრენები. უკვე მოგახსენეთ, რომ 600 ფრენა გვქონდა კვირაში შარშან, რაც ძალიან კარგი იყო და ტურიზმი ვითარდებოდა. ჩარტერული რეისები ისეთი დოზით და რეგულარულობით გვექნება, რომ ეს ძალიან კომფორტული იქნება როგორც ჩვენი, ასევე ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის სიაში ყოფნა არის საქართველოს მთავრობის მუშაობის შედეგი, სწორედ ამიტომ არის მოლოდინი, რომ საქართველო იქნება იმ ქვეყნების სიაში, რომელთათვისაც გაიხსნება საზღვრები.