ყვითელი ამბები

„მძიმე კვირა მაქვს. ილოცეთ დედაჩემისთვის...“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ცნობილი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი დედა მძიმედაა ავად და საზოგადოებას მიმართავს. ნახეთ, რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელით საზოგადოებას მიმართავს და სთხოვს, მისი დედისთვის ილოცონ.

ჟურნალისტი წერს, რომ მისი დედა მძიმედაა ავად და ეს თემა დახურული აქვს მეგობრებისთვისაც კი.

„არ ვიცი, ვის რისი გწამთ. ვინ ვის თხოვთ, როცა რამე გიჭირთ, ვინ სად ლოცულობთ, თხოვეთ რომ დედაჩემიც გადარჩეს. მისი სახელია დარეჯანი. ყველაზე საყვარელი დარეჯანია მთელს სამყაროში“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობილი ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრებით გამოირჩევა. ნანუკა ჟორჟოლიანის პირად სივრცეს კარიერის დაწყებიდან აქტიურად განიხილავენ. ნანუკა ჟორჟოლიანს მშობლებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს. ამბობს, რომ მამა სიმკაცრით გამოირჩევა და მას ძალიან ჰგავს.

ექსტრავაგანტული ჟურნალისტი ბევრი ადამიანის ყურადღებას მარტივი ხერხით იქცევს. ჟორჟოლიანი ენერგიით და განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამოირჩევა. მას ორი ყოფილი მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ოჯახის დანგრევის შემდეგ მისი ცხოვრება დეპრესიებმა და აკვიატებულმა, პანიკურმა ფიქრებმა მოიცვა, რის გამო ჟურნალისტი მკურნალობდა კიდეც.

ნანუკა პირველად სტუდენტობისას დაოჯახდა. პირველ ქალიშვილთან ერთად ლექციებს ესწრებოდა და გადაღებებზე დადიოდა. იხსენებს, რომ პირველი ოჯახის დანგრევის წინააღმდეგი მამა იყო, რომელსაც ირგვლივ მყოფთა რეაქციების ერიდებოდა. ამის შესახებ ტელეწამყვანმა ხმამაღლა არაერთხელ ისაუბრა საკუთარ გადაცემასა და სხვა თოქ-შოუებში.