მოზარდის დაღუპვა ექსკურსიაზე: მასწავლებლებს გულგრილობაში ადანაშაულებენ

ტრაგედია გასული წლის გაზაფხულზე მოხდა, თუმცა გამოძიება დღემდე გრძელდება. 16 წლის გოგონა ნინოსხევის ჩანჩქერში ჩავარდა
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თბილისის სკოლა „ალბიონის“ ორ პედაგოგს წარედგინა ბრალი გულგრილობაში - საქმე ეხება 16 წლის გოგონას გარდაცვალებას სასკოლო ექსკურსიის დროს, იუწყება Rustavi-2.

ახალი დეტალები ტრაგედიის ადგილიდან: რა გახდა 16 წლის გოგონას დაღუპვის მიზეზი

ცნობილია, რომ გულგრილობაში ბრალი ედება ფიზკულტურის მასწავლებელს და კლასის დამრიგებელს.

სკოლის ადმინისტრაციას აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია.

16 წლის სოფო ნიკოლეიშვილი 2019 წლის 26 მაისს სასკოლო ექსკურსიის დროს დაიღუპა - ის ნინოსხევის ჩანჩქერში ჩავარდა. გოგონას ოჯახი მიიჩნევს, რომ გოგონას დაღუპვაზე პასუხისმგებლობა სკოლის ადმინისტრაციას უნდა დაეკისროს.