საქართველოში კლინიკებს მხოლოდ სასამართლოს დადგენილების საფუძველზე შეამოწმებენ

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კლინიკის შესამოწმებლად ამიერიდან სასამართლოს გადაწყვეტილება დასჭირდება.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კლინიკების შემოწმების უფლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ექნება.

შესაბამისი შესწორებები კანონში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა განიხილა და მოიწონა.

ჯანდაცვის სფეროში ახალმა რეგულაციებმა ბიზნესის უკმაყოფილება გამოიწვია

კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტი კლინიკების მიერ სალიცენზიო წესების დაცვის კონტროლისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმია.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კლინიკები რეგულირების სააგენტომ უნდა შეამოწმოს, მაგრამ უნდა შეამოწმოს სასამართლოს გადაწყვეტილებით და არა მის გარეშე. საჭიროება გამომდინარეობს იქიდან, რომ არიან კლინიკები, რომლებიც არღვევენ სალიცენზიო წესებს, რაც არის მაღალი რისკის შემცველი პაციენტებისთვის", – განაცხადა ხუნდაძემ.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო არის ორგანო, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარისხს აკონტროლებს. ის კლინიკებში სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების შესრულების მონიტორინგს აწარმოებს.

ფატალურად დასრულებული ბარიატრიული ოპერაცია და ნაცემი ექიმი - რა მოხდა ზუგდიდში>>

სწორედ ეს სააგენტო აძლევს სამედიცინო დაწესებულებებს ლიცენზიებს, უზრუნველყოფს ექიმების სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას და გასცემს სერტიფიკატებს.