მსოფლიო დღეს

ამერიკა ირანთან ომის საკითხს განიხილავს: აშშ-ის სპეცწარმომადგენლის განცხადება

აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს ირანის საკითხებში იმედი აქვს, რომ რუსეთი და ჩინეთი მხარს დაუჭერენ შეერთებულ შტატებს.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არასდროს მისცემს უფლებას ირანს, ჰქონდეს ბირთვული იარაღი და ამერიკა „ყოველთვის განიხილავს“ სამხედრო სცენარს ამის აღსაკვეთად, განაცხადა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ირანის საკითხებში ბრაიან ჰუკმა. 

ირანმა დონალდ ტრამპის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა

„როცა თქვენ ირანის წესებით თამაშობთ, ირანი იმარჯვებს. ჩვენ ეროვნული უშიშროების საკითხიდან ამოვდივართ შეიარაღებაზე ემბარგოს გაგრძელების შემთხვევაში, რომელიც უკვე 13 წელია მოქმედებს“, — განაცხადა ჰუკმა ისრაელის ტელეარხ Channel-13-თან საუბრისას.

სპეცწარმომადგენელს იმედი აქვს, რომ რუსეთი და ჩინეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები, მხარს დაუჭერენ აშშ-ს, ვინაიდან „მათაც სურთ იხილონ ახლო აღმოსავლეთი – როგორც მშვიდობიანი და სტაბილური რეგიონი“.

ჰუკის თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება – გასულიყო მოქმედების ერთობლივი და ყოვლისმომცველი გეგმიდან (JCPOA) – მცდარი არ იყო.

„შეთანხმებიდან გასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო, კითხვა, რომელსაც ჩვენ ვსვამთ ამერიკელი ხალხის სახელით, ასეთია: რომელი მეთოდია საუკეთესო იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღის მიღებაში შევუშალოთ ხელი? და ამის პასუხი JCPOA არ არის. ჩვენ ღიად მივანიშნეთ, პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ირანი ვერასდროს მიიღებს ბირთვულ იარაღს და სამხედრო ვარიანტი ყოველთვის განიხილება... რა თქმა უნდა, განიხილება... პრეზიდენტი არასდროს მისცემს მათ უფლებას, ჰქონდეთ ბირთვული იარაღი“, — განაცხადა ჰუკმა.

ირანმა და საერთაშორისო მომლაპარაკებელთა „ექვსეულმა“ 2015 წლის ივლისში ირანული ატომის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. მრავალთვიანი მოლაპარაკებები მოქმედების ერთობლივი და ყოვლისმომცველი გეგმის მიღებით დასრულდა, რომლის შესრულებაც ირანს სრულად მოუხსნიდა გაეროს უშიშროების საბჭოს, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ მანამდე დაწესებულ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებდა შეიარაღებაზე ემბარგოს მოხსნას ხუთი წლის განმავლობაში. იარაღის მიწოდება უფრო ადრეც შეიძლებოდა დაშვებულიყო, თუმცა მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობით. შეთანხმებამ თავდაპირველი სახით სამი წელიც ვერ იარსება: 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ტოვებდა მას და მკაცრ სანქციებს აღადგენდა თეირანის მიმართ. მიუხედავად ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმებიდან ფორმალურად მხოლოდ აშშ გავიდა, მისი სხვა წევრები ვალდებული არიან, დაიცვან შეიარაღებაზე ემბარგოს პირობები.