ცერცვაძე: ტურისტების ჩამოსვლამდე ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას არ ველოდებით

თუ საქართველო საზღვრების გახსნას გაუძლებს, ეს ისტორიული მოვლენა იქნება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.
Sputnik
ცერცვაძე: ტურისტების ჩამოსვლამდე ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას არ ველოდებით
„საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლამდე ჩვენ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას არ ველით, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით ეს ინფექცია ფაქტიურად არ გვაქვს. თუ საქართველო გაუძლებს საზღვრების გახსნას, ეს იქნება ისტორიული მოვლენა და მთელი მსოფლიო ჩვენზე ილაპარაკებს, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, ამისთვისაც ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 928 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 794, ხოლო გარდაცვლილი – 15. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 229 პაციენტია.