სატვირთოს მძღოლებს „უფრთხილდით“: რამდენი მძღოლია ახალ ინფიცირებულებს შორის

ამ დროისათვის „კოვიდ–ცენტრებში“ 119 პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელებულთა საერთო როდენობა 794-ს აღწევს.
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი ორ ადამიანს დაუდგინდა, ერთი სატვირთოს მძღოლია, მეორე კი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, ეპიდემიოლოგიური კუთხით ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა.

ამ დროისათვის „კოვიდ–ცენტრებში“ 119 პაციენტი მკურნალობს.

COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა>>>

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ ვითარებას, ეზუგბაიას თქმით, კლინიკამ ერთი ახალი პაციენტი მიიღო და ერთი გამოჯანმრთელებული გაწერა. ამ ეტაპზე კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს.

ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 928-ს მიაღწია, აქედან 794 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2809 ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 229 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.