საბერძნეთში 20 დღეზე მეტია ახალგაზრდა ქართველ ქალს ეძებენ

ახალგაზრდა ემიგრანტის ახლობლები საზოგადოებას სთხოვენ დაუკავშირდნენ ოჯახს, თუ ვინმეს აქვს მის შესახებ ინფორმაცია
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. საბერძნეთში ქართველ ემიგრანტს, 25 წლის ანა გვარამაძეს 20 დღეზე მეტია ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ოჯახს ათენში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონას  ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ნებისმიერი ცნობის შემთხვევაში, ნათესავები საზოგადოებას შეტყობინებას სთხოვენ.

„თუ ვინმეს გაქვთ მის შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე, ან მოგვწერეთ - 6999024445, 694 9155048“, - აცხადებენ დაკარგული ემიგრანტის ახლობლები.