ოჯახური ძალადობა ბათუმში: გაუპატიურებაში ბრალდებულს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ განიხილა საქმის ყველა გარემოება და წარდგენილი მტკიცებულებები, გამოკითხა მხარეები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახურ თანაცხოვრებაში მყოფი პირის გაუპატიურებაში ბრალდებული ვ.ვ. დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიციის ყოფილი შეფი პატიმრობაში რჩება

სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გამოიტანა.

კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 4 დეკემბერს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა მასთან მცხოვრები ს.ვ.

პოლიციამ ის იმავე დღესვე დააკავა. მას წარედგინა ბრალდება სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ).

ხელისუფლების მიერ მიღებული ღონისძიებების მიუხედავად, ოჯახური ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დანაშაულად რჩება. 2020 წლის პირველ ოთხ თვეში დაფიქსირდა დაახლოებით 1800 ასეთი დანაშაული, საიდანაც დაახლოებით ათასი გახსნილია.