კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 794 ადამიანი, გარდაიცვალა – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2809, ხოლო სტაციონარებში 229 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა და 928-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 794 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2809, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 229 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.