ფეხბურთელის გარდაცვალება საქართველოში: სკანდალური საქმე არჩევნების წინ - ვიდეო

საქართველოში მიმდინარეობს 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის გამოძიება, რომელიც მყისიერად რეზონანსული გახდა ეჭვმიტანილთა მაღალჩინოსნების მხრიდან შესაძლო მფარველობის შესახებ ჭორების გამო. დაწვრილებით - იხილეთ ვიდეო
Sputnik

ამავდროულად მკვლელობის ფაქტი არ დადასტურებულა - გიორგი შაქარაშვილის ცხედარი თბილისთან ახლოს მდინარის ნაპირზე იპოვეს. მიმდინარეობს ექსპერტიზა, რომელიც ნათელს მოფენს ახალგაზრდა სპოორტსმენის გარდაცვალების მიზეზს.

პოლიციამ ჟგუფური ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით 17 ადამიანი დააკავა. ორი ადამიანი ასევე დაზარალებულია.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს გიორგი მეგობართან ერთად ქალაქგარეთ წვეულებაზე იმყოფებოდა ნაქირავებ ბინაში, სადაც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. საქმის გარჩევა მოგვიანებით ტრასაზე გაგრძელდა, სადაც კონფლიქტის მონაწილეების ნაწილმა თბილისიდან „დამხმარე ჯგუფი“ გამოიძახა.

თვითმხილველების თქმით, გიორგიმ საქმის გარჩევას თავი აარიდა და მდინარისკენ გაიქცა, რის შემდეგაც მისი კვალი გაქრა. მაშველებმა და მყვინთავებმა დაღუპული მეოთხე დღეს იპოვეს.

საქმისადმი მაღალი ინტერესის გამო პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიება მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება და საქმეში არსებული ვიდეოკადრებიც გამოაქვენეს.