ყვითელი ამბები

„ველომრბოლელი ხარ სასწაული...“ – ლელა წურწუმია ბათუმის ბულვარზე ველოსიპედით სეირნობს

ბათუმში გამგზავრებული პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მეუღლე კახა მამულაშვილი ახალ კლიპს იღებენ. მანამდე ლელამ ბულვარზე ველოსიპედით გასეირნება გადაწყვიტა.
Sputnik

მომენტი მომღერალ ლელა წურწუმიას პროდიუსერმა მეუღლემ საკუთარი მობილურით აღბეჭდა და Instagram-ის „სთორიზე“ გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, როგორ სეირნობს მომღერალი ბულვარზე. „ველომბროლელი ხარ სასწაული!“ – აქებს ქმარი.

ლელა წურწუმია ბოლო პერიოდში მსმენელსა და ფანებს სოციალურ ქსელის მეშვეობით უფრო და უფრო დაუახლოვდა. წარმატებული მომღერალი საკუთარ „ინსტაგრამ-სთორიზე“ თაყვანისმცემლების მიერ შესრულებულ საკუთარ სიმღერებს ხშირად აქვეყნებს. ამით მან და მისმა მსმენელმა ერთგვარი გამოწვევა შექმნეს და ერთად ხალისობენ.

ლელა და მისი პროდიუსერი და მეუღლე კახა მამულაშვილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია. მათი ერთმანეთის გარეშე წარმოდგენა რთულია. ლელას პარალელურად მამულიჩაც გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით. მის გვერდზე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ვარსკვლავებთან გადაღებული სახალისო ფოტო-ვიდეოები. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მისი ოჯახის წევრები იქცევენ.

ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია აქტუალობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან.

წარმოუდგენელია – ლელა წურწუმია 51 წლისაა. საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. ეს ყველაფერი კი მისი ერთგული მეუღლისა და პროდიუსერის დამსახურებით მოხდა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით გრძელდება.