ყვითელი ამბები

„ბავშვებმა საჩუქარი გამიკეთეს“- გამაოგნებელი სიურპრიზი ანუკი არეშიძეს უმცროსი ვაჟებისგან

ანუკი არეშიძეს დაბადების დღე რამდენიმე დღეში აქვს, თუმცა ბიჭები საგანგებოდ ემზადებიან. დედას წინასწარ ორი საჩუქარიც კი მოუმზადეს. რა უსახსოვრეს დიზაინერ დედას კალაძეებმა?
Sputnik

ანუკი არეშიძე ვაჟების მიერ შექმნილი საჩუქებრისგან გაოგნებული დარჩა. ბიჭები დედის დაბადების დღისთვის ოთხი დღით ადრე ემზადებიან. მათ იუბილარ დედას ორი საჩუქარი უკვე უსახსოვრეს. საკუთარი ხელით შექმნილი ხის სავარძელი და მაკარონებით გაფორმებული ნახატი გულგრილს არავის დატოვებს. ანუკი არეშიძე ემოციებს ვერ მალავს. ბიჭები დიდი ენთუზიაზმით ცდილობენ დედის გაბედნიერებას, რომელმაც ვიდეოები საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ნახეთ ორი რთულად შესასრულებელი საჩუქარი, რომელიც ვაჩემ და ლევანიმ მოამზადეს.

ბიჭებმა წინ დაბადების დღის საჩუქარი გამიკეთეს, ვაუ! ეს არის პირადად ჩემი, ხო?“- ამბობს აღფრთოვანებული ანუკი, რომელსაც ბიჭებმა მისი კუთვნილი სავარძელი აჩუქეს. ბიჭებმა დედისთვის შექმნილი ხის კომფორტული სავარძელი იასამნისფერი ბალიშით მორთეს. მეორე საჩუქარმაც არ დააყოვნა. „მოკლედ, რა პატივში ვყავარ ბიჭებს. ზეგ მაქვს დაბადების დღე და ბავშვები ძალიან ემზადებიან“,- აღნიშნავს დიზაინერი. გახარებულმა დედამ პოზიტიური ვიდეოები საკუთარ გვერდზე გაასაჯაროვა.

კალაძეების ოჯახზე საუბარი და მათი ოჯახის წევრების განხილვა არასდროს წყდება. კახა კალაძე საზოგადოებამ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობამდე სპორტით გაიცნო. ანუკის სოციალური ქსელის მიმდევრების დაინტრიგება არ უყვარს. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდის მანძილზე ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოხვდა.

თბილისის მერს კახა კალაძეს და ცნობილ დიზაინერს ანუკი არეშიძეს ქორწინების 12 წლის იუბილე აქვთ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს რომანტიკული ფოტოთი ამცნო. შარშან ამ დროს წყვილმა ქორწინება ეკლესიურადაც დააკანონა და გრემში ჯვარი დაიწერა. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიბადა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 5 წლის ვაჩე.