ყვითელი ამბები

„პლუს 10 კილოგრამი“ – ნანიკო ხაზარაძის წარმოუდგენელი ცვლილება – როგორ გამოიყურება ტელესახე

ნანიკო ხაზარაძის შოკისმომგვრელი გარდასახვა. ტელესახემ ათი კილოგრამი მოიმატა. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ტელეწამყვანი პანდემიამდე და პანდემიის პირობებში.
Sputnik

ასეთი ნანიკო ხაზარაძე ჯერ არავის უნახავს. ტელეწამყვანმა 10 კილოგრამი მოიმატა. ამის შესახებ მან საკუთარ გვერდზე საჯაროდ დაწერა. გამოქვეყნებულ უახლეს პოსტს „+10 კგ“ წარწერა ახლავს. ნანიკოს აღფრთოვანებული სახე პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით. როგორც ჩანს, ხაზარაძეს მომატება დიდი ხნის მანძილზე სურდა და სწორედ ახლა გამოუვიდა. ტანწერწეტა სატელევიზიო სახემ რადიკალურ ცვლილებებს კარანტინის პერიოდში მიმართა. ჯერ თმა ყველა ტენდენციის დაცვით გადაიპარსა, შემდეგ საკუთარი ხელით შეიღება, ახლა რადიკალურად შეიცვალა და 10 კილოგრამი მოიმატა. თავად შეაფასეთ – ძველი თუ ახალი ნანიკო?

ნანიკო ხაზარაძე წლებია მედიასივრცის შეუცვლელი მუშაკია. კარიერა იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც საქართველოში მასმედია განვითარების პირველ საფეხურებს გადიოდა. პოპულარული ტელეწამყვანი ბევრი ადამიანის საყვარელ ტელესახედ იქცა. მან წლების წინ დაწყებული კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა. ნანიკო ხაზარაძე ყოველდღე „იმედის დღის“ პირდაპირი ეთერით აღარ გვესალმება, სიახლეებს არ გაგვაცნობს და საკუთარ გამოცდილებას არ გვიზიარებს. ნანიკო ხაზარაძემ „იმედის დღიდან“ წასვლის შესახებ საკუთარ გვერდზე დაწერა. თავდაპირველად Facebook-ზე მოკლე სტატუსით შემოიფარგლა, სადაც წასვლის დეტალებზე არ დაუწერია. მოგვიანებით, საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, საკუთარი სტატუსი ვრცელი კომენტარით ჩაანაცვლა. აღნიშნა, რომ „იმედის დღეს“ ტოვებს მაგრამ არა ტელეკომპანია „იმედს“. ტელეწამყვანმა ახალი საავტორო გადაცემა დაიწყო.

სატელევიზიო სივრცეში ძალიან საინტერესო რუბრიკა „საიმედო რეკომენდაციები“ მალევე გამოჩნდა. მისი ავტორი და წამყვანი ნანიკო ხაზარაძეა. ტელესახე მხოლოდ საინტერესო რჩევებით არ შემოიფარგლება და მაყურებელს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხზე საკუთარ გამოცდილებას პირდაპირ ეთერში უზიარებს. ტელეკომპანია „იმედში“ 2010 წლიდან გამოჩნდა. „დღის შოუ“ უმეტესად ცნობილი ქალბატონებით დაკომპლექტებულმა „იმედის დღემ“ ჩაანაცვლა, სადაც ნანიკო, ნიკოლოზ წულუკიძე, ეკა ამირეჯიბი, ეკო ფანგანი და სხვა ცნობილი სახეები იყვნენ წარმოდგენილი.

მშვენიერი ნანიკო ხაზარაძე პირად ცხოვრებას ფართო საზოგადოებას არასდროს უმალავს. ტელეეთერებში ხმამაღლა სხვადასხვა პრობლემებსა და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს. 2018 წლის ნოემბერში ნანიკო მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული ლევან მათითაშვილია. ლევან მათითაშვილი ცნობილი ექიმის და უკვე ტელესახის, გადაცემა „ექიმების“ წამყვანის კოტე მათითაშვილის ძმაა. ძმები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.

წყვილი რომანს ხუთი წელი მალავდა. „ჩვენი ურთიერთობის შესახებ დიდი ხანი არავინ არაფერი იცოდა. გადავწყვიტე, რომ არ არის საჭირო, ყველამ ყველაფერი იცოდეს ჩემს ცხოვრებაზე. ოფიციალურად დაქორწინებულები არ ვართ, არც ხელი გვაქვს მოწერილი და არც ჯვარი დაგვიწერია. ვთვლით, რომ ასეთი რაღაცები ჩვენს ურთიერთობას არ სჭირდება. ჩვენს ურთიერთობას ხელის მოწერა არც არაფერს შეჰმატებს და არც არაფერს დააკლებს. ასეც ძალიან ბედნიერად ვცხოვრობთ“, – ამბობდა ნანიკო ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.