თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. ქალაქ ტულსაში, ოკლაჰომას შტატში 32 წლის მამაკაცმა სროლა ატეხა - პოლიციის ორი ოფიცერი კრიტიკულ მდგომარეობაშია, იუწყება ტულსას პოლიციის სამმართველო.
ქალაქის პოლიციის ინფორმაციით, პოლიციის ოფიცრებმა ეჭვმიტანილი, რომელიც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, ადგილობრივი დროით ღამის 03:20 საათზე გააჩერეს, რის შემდეგაც მათ შორის შელაპარაკება მოხდა.
„ეჭვმიტანილმა დევიდ უეამ პოლიციელებს იარაღი დაუმიზნა და რამდენჯერმე ესროლა. ორივე ოფიცერი დაიჭრა, ამჟამად ორივე კრიტიკულ მდგომარეობაშია და ოპერაცია უკეთდება“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილიდან საკუთარი ავტომობილით მიიმალა და იძებნება.