კონსტიტუცია – სახელოში დამალული ტუზი

კონსტიტუციის მიღების მომენტიდან დღემდე ის 36-ჯერ შეიცვალა. ამასთან თითოეული პარტია, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, თავს მოვალედ მიიჩნევდა, შეეცვალა ის ნაწილი, რომელიც არჩევნებს შეეხებოდა.
Sputnik

ქვეყნის უმთავრეს კანონში საპარლამენტო არჩევნების შესახებ ჩანაწერი დღემდე შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 150 დეპუტატიდან 73 პირდაპირი ხმის მიცემით აირჩევა მაჟორიტარულ ოლქებში, დანარჩენები კი პარლამენტში იმ პარტიების სიებით გადიან, რომლებმაც ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3% მიიღეს. 

მაგრამ ამ სისტემით ოპოზიცია უკმაყოფილო იყო და პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, რომელსაც საპროტესტო აქციები ახლდა, მმართველმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა: 2020 წლის ოქტომბერში 150 დეპუტატიდან 120 პარლამენტში პარტიული სიებით გავა, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ს მიიღებენ, ხოლო დანარჩენი 30 მაჟორიტარი დეპუტატი იქნება ერთმანდატიანი ოლქებიდან. 

შესწორებები კონსტიტუციაში დღეს, ორშაბათს მიიღო პარლამენტმა მესამე მოსმენით.