კახეთში ორმაგი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს

ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი დაჭრა და მიიმალა. ერთ-ერთი
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თელავში განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 49 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დაკავებულს ბრალი ედება ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაშიც.

დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სროლა კახეთში: სისხლიან დაპირისპირებას ერთი მამაკაცი შეეწირა

გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივნისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და მიიმალა.

ერთი დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე გადაყვანილია საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„გამოძიება განზრახ მკვლელობის, ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, სსკ-ის 108-ე მუხლის, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის კვალიფიკაციით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.