მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები ამბობენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელზე შეაჩერეს.
ნოე სულაბერიძე საავტორო თოქ-შოუს გადაღებებზე იმყოფება. პარალელურად მისი მეუღლე ქალიშვილთან ერთად ისვენებს. პატარა ანა 5 თვის გახდა. მიუხედავად ამისა, წყვილი ბავშვის სახეს ამ დრომდე არ აჩენს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ნოეს მექალთანეობას აბრალებდნენ ყოფილი ცოლების გამო, ის და ჯანეტი საქართველოში ერთ-ერთი წარმოსაჩენი წყვილი გახდნენ. აღსანიშნავია, რომ გარეგნულმა მსგავსებამ და ერთნაირმა ინტერესებმა წყვილი უფრო დაამსგავსა და დააახლოვა. როგორ ჩანს, პროდიუსერი და მოდელი ერთმანეთზე შემოქმედებითი კუთხით პოზიტიურად ზემოქმედებენ.
„ჩემი სამყარო 5 თვის გახდა“ – ჯანეტი ახალ „სთორის“ აქვეყნებს. მოდელმა შვილი ხელში აიტაცა და მისი სილამაზით ტკბება. თბილისში ამ წყვილზე ყველა საუბრობს. ნოე სულაბერიძის მორიგი დაოჯახება მეგობრებისთვის დიდი სიურპრიზი არ აღმოჩნდა. ახალდაქორწინებულების ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა და ახლა პატარა ანგელოზს ზრდიან.
საქმიანი და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ნოე და ჯანეტი დროს ერთად ხშირად ატარებენ. გარდა ამისა, მოდელი „პრაიმ შოუს“ გადაღებებს ფეხმძიმობის პერიოდში აქტიურად ესწრებოდა. სწორედ ამ გადაცემაში გაუმხილა ქმარს ბავშვის სქესი. მათ ერთობლივმა მოგზაურობამ კრიზისი პანდემიის გამო განიცადა, თუმცა ნოე და ჯანეტი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას არ წყვეტენ.
ცნობილ პროდიუსერს ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა ქალებისგან და ორი ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ.