მსოფლიო დღეს

გაეროს თანამშრომლებს ავტომობილში სექსზე წაასწრეს – ვრცელდება ვიდეო

თვითმხილველმა შემთხვევით გადაიღო ვიდეო, რომელზეც გაეროს კუთვნილ მოძრავ ავტომობილში ორგანიზაციის თანამშრომლების სქესობრივი აქტია ასახული.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. გაეროში „შოკირებულები და ღრმად შეშფოთებულები“ არიან ვიდეოჩანაწერით, რომელზეც ორგანიზაციის ორი თანამშრომლის სექსია ასახული ავტომობილში, იუწყება BBC. 

„სექსუალური მტაცებელი“ - ჯო ბაიდენს გაუპატიურებაში სდებენ ბრალს

გავრცელებული ინფორმაციით, 18-წამიანი ვიდეო, რომელიც თელ-ავივშია გადაღებული, Twitter-ზე გამოქვეყნდა.

​კადრებში ჩანს თეთრპერანგიანი მამაკაცისა და წითელკაბიანი ქალის სქესობრივი აქტი გაეროს კუთვნილი ავტომობილის უკანა სავარძელზე, როდესაც მანქანა ქალაქის ქუჩებში მოძრაობს.    

ვიდეო გადაღებულია ზემოდან, დიდი ალბათობით, ფანჯრიდან ან აივნიდან იმ მომენტში, როდესაც ავტომობილი „საცობში“ ჩერდება.

გაეროში ვარაუდობენ, რომ ავტომობილის მგზავრებიცა და მძღოლიც ორგანიზაციის თანამშრომლები არიან.

როგორც გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი სტეფან დიუჟარიკი აცხადებს, ინციდენტს გამოიძიებენ და წყვილს მალე გამოავლენენ.

„ჩვენ შოკირებული და ღრმად შეშფოთებული ვართ იმით, რაც ამ ვიდეოში ჩანს“, – განაცხადა დიუჟარიკმა. 

მისი თქმით, ორგანიზაციის თანამშრომლის მხრიდან ასეთი საქციელი „საზიზღრობაა“ და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისთვისაც გაერო იბრძვის ორგანიზაციის თანამშრომლების შეუფერებელი ქცევის თვალსაზრისით“.