სიცხე და წვიმა: როგორ ამინდს გვპირდებიან სინოპტიკოსები

ქვეყანაში 3 ივლისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით, მაგრამ ჰაერის ტემპერატურა მაინც მაღალი იქნება.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოში ცხელი, მაგრამ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. უახლოეს დღეებში ქვეყნის ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„3 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება", – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 32-34 გრადუსი იქნება.