სროლა კახეთში: სისხლიან დაპირისპირებას ერთი მამაკაცი შეეწირა

დაპირისპირების შედეგად დაიჭრა ერთი მამაკაცი, რომელიც გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მისი მდგომარეობა მძიმეა
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სროლის შედეგად დაიღუპა ერთი მამაკაცი, იუწყება პირველი არხი.

თემქაზე მამაკაცი მე-7 სართულიდან გადახტა: რა მოხდა ტრაგედიამდე

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის შედეგადაც დაიღუპა ერთი მამაკაცი, ხოლო ერთი მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, გელა ორველაშვილმა განაცხადა, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

„რამდენიმე წუთის წინ სასწრაფომ კლინიკაში შემოიყვანა 28 და 39 წლის მამაკაცები. სამწუხაროდ, ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა“, – განაცხადა ორველაშვილმა.

ჩუმლაყში მობილიზებულია პოლიცია და კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.