საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 924-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულია 785 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2819, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 230 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, მონაცემები საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge ახლახანს განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 924-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულია 785 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2819, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 230 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.