საქართველოში კორონავირუსი დაავადებულთა 85%-მა დაამარცხა

საქართველოში დღითი დღე იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებმაც საშიში ინფექცია COVID-19 დაამარცხეს.
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოში COVID-19 ერთ დღე-ღამეში 21 პაციენტმა დაამარცხა, ნათქვამია სამთავრობო ვებგვერდზე stopcov.ge.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/26 ივნისი >>

კორონავირუსი საქართველოში: რამდენ ადამიანს დაუდასტურდა ინფექცია გასულ დღე-ღამეში

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 921 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 781 (84,7%) გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 14 ადამიანი.

ამ დროისათვის COVID-19-გან 126 პაციენტი მკურნალობს. ამგვარად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამჟამინდელ ინფიცირებულებს თითქმის ექვსჯერ აჭარბებს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 687, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 207 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.