კორონავირუსი საქართველოში: რამდენ ადამიანს დაუდასტურდა ინფექცია გასულ დღე-ღამეში

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 781 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2687, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 207 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა და 921-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 781 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2687, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 207 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.