გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას კიდევ ერთი ვიდეო მიუძღვნეს - ემოციური კადრები

ფეხბურთელ გიოგრგი შაქარაშვილის გამოსამშვიდობებელი ახალი ვიდეო ვრცელდება. ნახეთ როგორ ცხოვრობდა 19 წლის ფეხბურთელი
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნეს.

ვიდეო შაქარაშვილის ფოტოებითა და ვიდეო კადრებითაა აწყობილი და სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება აქვს.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ის 18 ივნისს მცხეთაში მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა და იმ საღამოს შემდეგ ეძებდნენ.

შსს-მ გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. ფეხბურთელი 25 ივნისს დაკრძალეს.