ბოჭორიშვილის კლინიკის სანიტარს კორონავირუსი დაუდასტურდა

ეპიდემიოლოგებმა დაავადებული ქალის ოჯახის ხუთ წევრს აუღეს ანალიზი, რომელიც უკვე გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. სოფელ მეტეხში მცხოვრები ხუთი პირი კი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. სოფელ მეტეხში მცხოვრებ 52 წლის ქალს, რომელიც თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში სანიტრად მუშაობს, COVID-19 დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

განმეორებითი ანალიზის პასუხი ლუგარის ლაბორატორიაში დღეს მიიღეს.

საქართველოში კორონავირუსი დაავადებულთა 85%-მა დაამარცხა

ეპიდემიოლოგებმა ინფიცირებული ქალის ოჯახის ხუთ წევრს აუღეს ანალიზი, რომელიც უკვე გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. სოფელ მეტეხში მცხოვრები ხუთი პირი კი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის ცენტრში ადასტურებენ.

დღეს შიდა ქართლიდან კორონავირუსზე ლუგარის ლაბორატორიაში სულ 42 ნიმუში გაიგზავნა.

არსებული ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 921 შემთხვევა ფიქსირდება.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 921 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 781 (84,7%) გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 14 ადამიანი.

ამ დროისათვის COVID-19-გან 126 პაციენტი მკურნალობს. ამგვარად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამჟამინდელ ინფიცირებულებს თითქმის ექვსჯერ აჭარბებს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 687, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 207 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.