რა ჩანს ვიდეოჩანაწერში, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მტკიცებულებაა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი ვიდეოჩანაწერი გამოჩნდა, სადაც ის ადამიანები ჩანან, რომლებიც სამართალდამცველებმა დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. მცხეთაში დაპირისპირება მაგისტრალზე დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა, აცხადებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე.

ფეხბურთელ შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს

მისი თქმით, ჩანაწერებში ჩანს დაპირისპირება გზაზე ფეხით მიმავალ პირებსა და მანქანიდან გადმოსულ პირებს შორის.

„უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი (ბარბაქაძე) ამ ჩანაწერში არ ჩანს, თუმცა არ უარყოფს, რომ მანქანაში იმყოფებოდა“, – ამბობს ადვოკატი გიორგი ფოფხაძე.

მისი თქმით, დაკავებული ბარბაქაძე ხიდთან, დაპირისპირების ადგილზე სპორტსმენ გიგა ტატიაშვილის კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომობილით მივიდა, მანამდე კი ის აგარაკზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა, როგორც მსხვერპლი.

„საუკეთესო ბიჭი დავკარგეთ…“ – გიორგი შაქარაშვილის სულისშემძვრელი სიმღერა – ვიდეო

„აგარაკის ინციდენტში, როგორც მსხვერპლი, ისე მონაწილეობდა. ამბობს, ქეჩოში მომკიდეს ხელი და მათრიესო. იქვე დაზიანებები მიიღეს მისმა მეგობრებმაც“, – ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, ჩანაწერებში ხელკეტების გამოყენების ფაქტი არ არის ასახული. გიორგი ფოფხაძის ინფორმაციით, აგარაკის ინციდენტში გიორგი შაქარაშვილი არ მონაწილეობდა, ხოლო ხიდთან დაპირისპირებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფს შაქარაშვილი საერთოდ არ შეუმჩნევია.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული.

შსს-ს ინფორმაციით, რომელიც მოწმეების ჩვენებებს ეყრდნობა, 18 ივნისის საღამოს შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში მეგობარი გოგონას დაბადების დღეზე, მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში იმყოფებოდა. იმ საღამოს იქ 35-დან 40-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.

„საბურთალოს“ პრეზიდენტი: შეიძლება, გიორგი შაქარაშვილი სადღაც თავს აფარებს

ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი დაიწყო, რომელიც შემდეგ ავტობანზე გაგრძელდა. კონფლიქტის დროს გიორგიმ გაქცევა შეძლო. თუმცა იგი ამის შემდეგ არავის უნახავს.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოიკითხა 50-ზე მეტი ადამიანი. ბოლოს ცოცხალი ის მისმა მეგობარმა ნახა, რომელიც საქმეში მთავარ მოწმედ გამოდის. სავარაუდოდ, შსს უახლოეს პერიოდში კომენტარს გააკეთებს დაკავებებთან დაკავშირებით.