როდის გამოიდარებს საქართველოში: სინოპტიკოსების პროგნოზი

უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა დღისით 31 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1 ივლისამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„1 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა პლუს 26–31 გრადუსი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 28 ივნისს

აღმოსავლეთ საქართველოში 26-27 ივნისს დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა პლუს 23–28 გრადუსი იქნება.

„1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა პლუს 31 გრადუსამდე მოიმატებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისში 26-28 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა პლუს 26–28 გრადუსი იქნება.  28 ივნისს, დღისით შედარებით გამოიდარებს, 1 ივლისამდე კი მცირე წვიმა მხოლოდ ღამისა და საღამოს საათებშია მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსამდე მოიმატებს.