თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანის ზარდაბის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, კარანტინის რეჟიმის დაცვის კონტროლის ფარგლებში, სამართალდამცველებმა ჩაშალეს ქორწილი, რომელიც დარღვევებით მიმდინარეობდა. ფინალი – დღესასწაული ჩაშლილი, ხოლო ადამიანები – დასჯილი.
კორონავირუსი კრძალავს: რა მოთხოვნები წამოაყენა სიძე–პატარძალმა და მაყრიონმა კანცელარიასთან>>
ქვეყნის შსს-ს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ქორწილში დაახლოებით 25 ადამიანი შეიკრიბა. პოლიციელებმა შეკრებილთაგან 14 ადამიანი დააკავეს. სასამართლომ მათ თითოეულს 100 მანათის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.
აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი, კორონავირუსის პანდემიის საფრთხის გამო, 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა. აკრძალულია მასობრივი ღონისძიებების გამართვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, ისე სახლში. ასევე იკრძალება ათზე მეტი ადამიანის შეკრება.