თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საბერძნეთის პოლიციამ ქალაქ რეტმინოში საქართველოს ორი მოქალაქე ქურდობისა და მოპარული ნივთებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავა, იუწყება ტელეკომპანია Imedi ბერძნულ მასმედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცი და მისი 25 წლის თანამზრახველი ქალი ეჭვმიტანილი არიან 11 ქურდობაში, რომელიც მათ 25 მაისიდან 23 ივნისამდე ჩაიდინეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, თუ სხვა ფასეულობებს არ ჩავთვლით, 15 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.
ესპანეთში ქურდობისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა>>
მოპარული ნივთები ბრალდებულების საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას ამოიღეს. მათი ნაწილი უკვე დაუბრუნდა მფლობელებს. ქურდებს კი სასამართლო ელოდება.