ყვითელი ამბები

„ბნელები, რამდენიც არ უნდა იყოთ, არ მადარდებს“ – მაია ასათიანის პასუხი კრიტიკოსებს

მაია ასათიანი აუზზე გადაღებული ფოტოების გამო ისევ გააკრიტიკეს. ტელეწამყვანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა კრიტიკა და სოციალურ ქსელში კრიტიკოსებს უპასუხა.
Sputnik

ტელეწამყვანი მაია ასათიანის ახალმა სექსუალურმა ფოტოებმა აუზიდან საზოგადოების ნაწილი მის მიმართ აგრესიული გახადა. „მთელი სამყაროს ბნელები, რამდენიც არ უნდა იყოთ, არ მადარდებს“, – დაწერა მაია ასათიანმა კრიტიკული კომენტარების საპასუხოდ.

მაია ასათიანს სოციალურ ქსელში დიდი ხნის მანძილზე აბულინგებდნენ. ამის შესახებ ტელესახემ საჯაროდ არაერთხელ ისაუბრა, თუმცა უშედეგოდ. მისი მისამართით უმიზეზო ჩაგვრა-დამცირება არ წყდებოდა. მის სატელევიზიო იმიჯს უამრავი ადამიანი განიხილავდა, ხოლო მაიას მიერ დასმული კითხვებით მიმებს აკეთებდნენ და ვირტუალურ სივრცეში გაბოროტებული კომენტარები არ წყდებოდა.

ყველაფერი იმ პერიოდში ჩაწყნარდა, როდესაც მაია ასათიანის ერთადერთი ქალიშვილის ავადმყოფობის შესახებ ცნობილმა სახეებმა ინფორმაცია გაავრცელეს. ტელეწამყვანის ქალიშვილი საფრანგეთში სწავლობდა. დედისგან შორს მყოფი გოგონა ჟურნალისტს შორიდან ამხნევებდა და მაიას მოტივატორი იყო. სამწუხაროდ, ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში ულამაზესი ნუცა დამარცხდა.

პოპულარულ ჟურნალისტს უამრავი ადამიანი უდგას მხარში. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს.