COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის სრულად განადგურება 25 წამში შეიძლება: ცნობილი ხდება სენსაციური მეთოდი

ულტრაიისფერი გამოსხივება უკვე 40 წელია, რაც ბაქტერიციდულ საშუალებად გამოიყენება, და ამ ხნის განმავლობაში შემოწმებული ასობით ვირუსიდან ვერც ერთი ვერ გადაურჩა მის ზემოქმედებას.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. კორონავირუსის სრულად განადგურება რამდენიმე წამშია შესაძლებელი შორი ულტრაიისფერი დასხივების გზით, აცხადებენ ბოსტონის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა ლაბორატორიის სწავლულები. მათი კვლევა გამოქვეყნებულია პორტალზე Biospace.

ნიკოტინი ნამდვილად ეწინააღმდეგება კორონავირუსს: უახლესი კვლევა ისრაელიდან

მეცნიერთა ჯგუფმა მიკრობიოლოგ ენტონი გრიფიტსის ხელმძღვანელობით ჩაატარა ექსპერიმენტი, რა დროსაც ისინი COVID-19-ის გამომწვევი ვირუსით SARS-CoV-2-ით დაბინძურებულ მასალებს ულტრაიისფერი გამოსხივების სხვადასხვა დოზით ამუშავებდნენ და პათოგენის განადგურების სიჩქარეს აფასებდნენ.

გაირკვა, რომ 5 მჯ/სმ2 დოზირებისას ვირუსის აქტივობა 6 წამში 99%-ით მცირდებოდა. ხოლო 22 მჯ/სმ2 დოზირებისას ვირუსი სრულად ნადგურდებოდა 25 წამში.

მკვლევარების შეფასებით, 13 ვატის სიმძლავრის ენერგოეკონომიურ ნათურას შეუძლია კორონავირუსის ნაწილაკებისგან გაწმინდოს 15 კვ.მ ფართობის ოთახი.

კორონავირუსის სრული დამარცხება საეჭვოა: ანტისხეულები ორგანიზმში მალე ქრება – ახალი კვლევა>>

მეცნიერების თქმით, ულტრაიისფერი გამოსხივება უკვე 40 წელია, რაც ბაქტერიციდულ საშუალებად გამოიყენება და ამ ხნის განმავლობაში შემოწმებული ასობით ვირუსიდან ვერც ერთი ვერ გადაურჩა მის ზემოქმედებას. თუმცა სწავლულები აღნიშნავენ, რომ დასხივება სახიფათოა ადამიანისთვისაც.

ბოსტონელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ექსპერიმენტის მეთოდოლოგიასა და შედეგებს მალე გამოაქვეყნებენ ერთ-ერთ რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალში.