თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. რამდენიმე დღის წინ ინდონეზიაში ცხვარმა ორი ბატკანი გააჩინა, რომელთაგან ერთი ნორმალურია, მეორეს კი დეფორმირებული დრუნჩი და შუბლზე ერთი თვალი აქვს, იუწყება გამოცემა The Mirror–ი.
ფერმერ პიპიჰის თქმით, დეფორმირებული დრუნჩის გამო ბატკანს სუნთქვა და ჭამა უჭირდა, ამიტომ დახმარებისთვის მეზობლებს მიმართა. მაგრამ ზოგმა მათგანმა ციკლოპი–ბატკანი ავისმაუწყებლად ჩათვალა და პატრონს ისიც კი უთხრა, რომ ბატკანი შესაძლოა ცხვრის სახით გამოცხადებული დემონი, ანუ რელიგიური პერსონაჟის, ცრუმესია დაჯალის რეინკარნაცია ყოფილიყო.
მაგრამ პიპიჰს მიაჩნია, რომ პირიქით, ერთი ჯანმრთელი ბატკნის დაბადება უკვე არის კარგის ნიშანი და დარწმუნებულია, რომ ის მის ოჯახს კეთილდღეობას მოუტანს.
სამწუხაროდ, 22 ივნისს დაბადებულმა ციკლოპმა ბატკანმა მხოლოდ ორი დღე იცოცხლა, მიუხედავად იმისა, რომ ფერმერი ზრუნვასა და ყურადღებას არ აკლებდა მას.
ოჯახმა ბატკანი უკანა წზოში დამარხა და შემთხვევის შესახებ მაშინვე შეატყობინა მეცხოველეობის დეპარტამენტს, რათა მათ უცნაური ფაქტი დოკუმენტურად დაეფიქსირებინათ.
სავარაუდოდ, ბატკანს იშვითი თანდაყოლილი დეფექტი — ციკლოპია ჰქონდა, რა დროსაც თვალები ორის ნაცვლად ერთ ბუდეში ვითარდება.