ვიდეოში გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად მღერის. 19 წლის ფეხბურთელი 25 ივნისს დაკრძალეს. შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ის ბოლოს მცხეთაში მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა და ეს შემდეგ ავტომაგისტრალზეც გაგრძელდა.
არსებული ინფორმაციით, ბოლოს მისმა მეგობარმა გუკა ამირხანაშვილმა დაინახა, თუ როგორ მირბოდა გიორგი იმ მიმართულებით, სადაც მოგვიანებით მისი ცხედარი იპოვეს. როგორც ირკვევა, წვეულებაზე შელაპარაკება „ნახალოვკელებსა” და „საბურთალოელებს” შორის მოხდა, რომლებიც ერთმანეთს არ იცნოდნენ.
19 წლის ფეხბურთელის, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მოთამაშის გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.