ელექტროსამაჯური გადაჭრა და შინაპატიმრობიდან გაიქცა: იტალიაში ქართველი დააკავეს

ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც გაქცევის შემდეგ ავტომობილიც გაიტაცა, კარაბინერებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. იტალიაში შინაპატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ ელეტროსამაჯური გადაჭრა, სახლიდან გაქცევა მოახერხა და რამდენიმე ადამიანის გაქურდვა სცადა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ იტალიურ მასმედიაზე დაყრდნობით.

შემთხვევა იტალიაში, პისტოიას პროვინციაში მდებარე ქალაქ მონტეკატანიში მოხდა.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სახლიდან გაქცევის შემდეგ მამაკაცმა რამდენიმე ავტომობილის მინები ჩაამსხვრია, მოგვიანებით კი ერთ-ერთი ავტომობილი გაიტაცა, რა დროსაც იგი პოლიციამ დააკავა.

დაკავებული ამჟამად პისტოიას საპატიმროში იმყოფება.