ძროხა სახლის სახურავზე: მესტიაში გადაღებულმა ფოტომ ინტერნეტი გაახალისა

მესტიის მცხოვრებმა მაია კახიანმა სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც სახლის სახურავზე შემომდგარი ძროხაა აღბეჭდილი
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. მესტიაში ძროხის სახლის სახურავზე გასეირნებამ სოციალური ქსელების მომხმარებლები გაახალისა.

ორსართულიანი შენობის სახურავიდან მომზირალი ძროხის ფოტო „ფეისბუქზე“ იუზერმა მაია კახიანმა ატვირთა.

სახალისო ფოტოს მყის გამოეხმაურნენ მომხმარებლები, რომლეთაგან ზოგი ალპინისტად მოიხსენიებს ძროხას, ზოგიც გაკვირვებულია, როგორ მოხვდა სახურავზე პირუტყვი. ერთ–ერთი მომხმარებელი კი დარდობს, უკან როგორ ჩამოვაო.