თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. აშშ-ის კოსმოსური კვლევების სააგენტო NASA-მ სხვა პლანეტებზე მზის ჩასვლის სიმულაციური ვიდეო წარმოადგინა.
სიმულაცია სააგენტოს სპეციალისტმა ჯერონიმო ვილანუევამ შექმნა.
„ჯერონიმო ვილანუევამ, პლანეტარულმა მეცნიერმა NASA-ს მერილენდის ფრენების ცენტრ Goddard-დან, მზის ჩასვლის სიმულაცია მაშინ შექმნა, როდესაც კომპიუტერულ ინსტრუმენტს ამუშავებდა პლანეტა ურანზე შესაძლო მისიისთვის, რომელიც ყველაზე ცივი პლანეტაა მზის სისტემაში“, — ნათქვამია პრეს-რელიზში.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ვიზუალიზაცია ასპროცენტიანი არ არის, თუმცა დღეისათვის არსებულ სანდო მონაცემებს ეყრდნობა ამა თუ იმ პლანეტის ატმოსფეროს შესახებ.
მეცნიერების თქმით, თუ მათი ვარაუდები სწორია, მაშინ მზის ჩასვლა ურანზე თითქმის ისეთივეა, როგორიც დედამიწაზე — ლაჟვარდისფრიდან მაძღარ ლურჯამდე გადასვლითა და ფირუზისფერი ჩრდილებით.