ცერცვაძე: თუ სისტემა ამას გააკეთებს, საქართველოს ნობელის პრემია ეკუთვნის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე შიდა და საერთაშორისო ტურიზმის გახსნის შესახებ საუბრობს.
Sputnik
ცერცვაძე: თუ სისტემა ამას გააკეთებს, საქართველოს ნობელის პრემია ეკუთვნის
„ქვეყანაში შიგნით ყველაფერი იქნა განეიტრალებული, მაგრამ აქ უკვე ვირუსის გარედან შემოტანის საფრთხეა. თუ ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები და ჯანდაცვის სისტემა მოიფიქრებენ რაღაც ადეკვატურ ზომებს, რომლითაც მიაღწევენ იმას, რომ საზღვრების გახსნა ასევე უმტკივნეულოდ ჩაივლის, მაშინ საქართველოს ნობელის პრემია ეკუთვნის, რადგან ამას ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მიაღწია“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისს გაიხსნა, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო მოგზაურების მისაღებად ემზადება.