„სააკაშვილმა ჩემზე ძალადობა სცადა“: თინა კანდელაკი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

რუსეთში მოღვაწე ქართველმა ჟურნალისტმა ტელეეთერში აღწერა შემთხვევა, როდესაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მასზე ძალადობა სცადა.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, განაცხადა, რომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს მასზე ძალადობის მცდელობა ჰქონდა. 

„ჩემი ისტორია კლასიკურია, როდესაც სააკაშვილი ჩემზე ძალადობას შეეცადა. უკვე მოწიფულ ასაკში. მაშინ საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა... მე ვუთხარი, ადგილზე დამსვი, შე წყეულო, დარწმუნებული ვარ, არც ერთი ქართველი არ დადგამს შენს საფლავზე ფეხს-მეთქი“, — აღნიშნა კანდელაკმა.

ჟურნალისტმა მსმენელებს განუმარტა, რომ დიდ ქართველ მეფეებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში კრძალავდნენ ისე, რომ ადამიანებს მათ საფლავებზე ფეხით გავლა შეძლებოდათ. ეს კი, კანდელაკის თქმით, დიდ პატივად მიიჩნეოდა.   

„ეს ყველაზე დიდი პატივია, რომ შენს საფლავზე ფეხი დაადგან. მე ვუთხარი, შენი ნეშტიც კი არ იქნება, რომ მასზე  ვინმემ ფეხი დადგას-მეთქი. საშინელი სკანდალი გამოვიდა. ბევრი წლის განმავლობაში საქართველოში არ მიშვებდნენ, იმიტომ რომ [სააკაშვილი] ცდილობდა ამ სახით ეძალადა ჩემზე. მაგრამ არ გამოუვიდა. მგონი, თვითონვე შეეშინდა“, — თქვა კანდელაკმა.