რუსეთში მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე გაასამართლეს: რა მოხდა 2019 წლის ოქტომბერში

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ქალი მას შემდეგ გაგუდა, რაც ქალმა უთხრა, რომ მას ფინანსურად ინახავდა.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. ვოლგოგრადის რაიონულმა სასამართლომ საბავშვო ბაღის თანამშრომლის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 9 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

РИА Новости-ს ინფორმაციით, საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის თანაშემწის გაუჩინარების შესახებ პოლიციას დაკარგული ქალის შვილმა აცნობა. ქალი 16 ოქტომბერს სამსახურში არ გამოცხადდა, კოლეგები ტელეფონით მასთან დაკავშირებას შეეცადნენ, თუმცა მათ უცნობმა მამაკაცმა ქალის ხმით უპასუხა და განუცხადა, რომ მას ბიულეტენი აქვს აღებული. 

საქართველოში მოსკოვიდან მომავალი და ავარიაში მოყოლილი ავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

გაირკვა, რომ გაუჩინარებული ქალი ურთიერთობაში იმყოფებოდა მამაკაცთან, რომელსაც საბავშვო ბაღში საკვები პროდუქტი მიჰქონდა, სწორედ მასთან ერთად წავიდა ქალი გაუჩინარებამდე სამსახურიდან. მამაკაცი ქვეყნის დატოვებას გეგმავდა, თუმცა იგი დააკავეს.

თავიდან იგი უარყოფდა ქალის გაუჩინარებასთან რაიმე კავშირს, მაგრამ ბოლოს აღიარა და სამართალდამცველებს ის ადგილი უჩვენა, სადაც ქალის ცხედარს მალავდა. უწყების ცნობით, მამაკაცმა ქალი მას შემდეგ გაგუდა, რაც ქალმა უთხრა, რომ მას ფინანსურად ინახავდა.

სასამართლომ ბრალდებულს გარდაცვლილის ქალიშვილისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით კომპენსაციის სახით 1,5 მლნ რუბლის გადახდაც დააკისრა. განაჩენი ძალაში არ შესულა.