მთვარის კალენდარი: 25 ივნისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

25 ივნისი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია.

ხელსაყრელი დღეა კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად, პატივმოყვარე ჩანაფიქრების რეალიზებისთვის, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რადგან იქმნება ილუზია, რომ ძალა ყველაფერზე გეყოფათ.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

ადამიანებს უჭირთ პირფერობის ცდუნების გაძლება და ასევე, უყურადღებო შეიძლება გახდნენ დოკუმენტებზე ხელმოწერისას.

  • თმის შეჭრა, შეღებვა: ლომის გავლენით თმა უფრო სქელი ხდება. შესანიშნავი დღეა სალონში წასვლისთვის. წარმატებული იქნება პრაქტიულად ყველა პროცედურა: შეჭრა, დავარცხნა, შეღებვა, ტონირება, თმის გაღიავება. ერთადერთი, არასასურველია თმის ქიმიური დახვევა.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

განსაკუთრებით ხელსაყრელი დღეა შეჭრისთვის – ამით უიღბლობას განდევნით და პოზიტიურ ენერგიას მოიზიდავთ.

  • მებაღეობა: ლომი სხვა ნიშნებთან შედარებით არანაყოფიერი ნიშანია. თუმცა, ბაღში გარვეული სამუშაოების შესრულება, რა თქმა უნდა, შეიძლება.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი>>

ამ დღეს განსაკუთრებით შედეგიანი იქნება მცენარეების დაავადებებისა და მავნებლებისგან დამუშავება, ხეების დამყნობა, სამკურნალო მცენარეების შეგროვება. მრავალწლოვანი ყვავილების გაყოფა და დარგვა.

რამე აკრძალვა 25 ივნისს ბაღში მუშაობასთან დაკავშირებით არ არის.