თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარასკევს პარლამენტს 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშს წარუდგენს, ნათქვამია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
მის გამოსვლაში საუბარი იქნება მთავრობის მუშაობაზე უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, განათლების, სახელმწიფო მმართველობის, სოციალური პროგრამების, ასევე წლის მთავარი თემის - კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით.
მთლიანობაში კორონავირუსთან ბრძოლის თემა პრემიერის გამოსვლის მთავარი ლაიტმოტივი იქნება და გასული წლის ყველა მიღწევის განხილვას პრემიერი სწორედ ამ თვალსაზრისით გეგმავს.
გამოსვლის შემდეგ პრემიერი დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებს.
სავარაუდოდ, კითხვები მწვავე იქნება. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა სახელმწიფოს მეთაურს მოუმზადეს კითხვები ანტიკრიზისული ბიუჯეტის შესახებ და სხვა საჭირბოროტო თემებზე.
პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური გამოსვლა უნდა შემდგარიყო მიმდინარე წლის მაისში, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.