დადგინდა დიეტა, რომელიც კიბოსთან ბრძოლის ეფექტს ზრდის: რა უნდა მიირთვათ ქიმიოთერაპიისას

იტალიელმა, ნიდერლანდელმა და ამერიკელმა სწავლულებმა რანდომიზირებული კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რა სახის დიეტა ეხმარება ქიმიოთერაპიის ეფექტურობას.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. არსებობს გარკვეული სახის დიეტები, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ქიმიოთერაპიის პირველი ეტაპების ეფექტს ზრდის, ნათქვამია სამეცნიერო კვლევაში, რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალში Nature Communications

ფილტვის კიბოს პირველი სიგნალი სახეზე ჩნდება: დასახელდა საყურადღებო ნიშნები

იტალიელ, ნიდერლანდელ და ამერიკელ სპეციალისტთა ჯგუფმა რანდომიზირებული კლინიკური კვლევა ჩაატარა, რა დროსაც ქიმიოთერაპიის დროს დანიშნული დიეტა გააანალიზეს. 

ირკვევა, რომ საუბარია დიეტაზე, რომელიც შიმშილობის იმიტაციას ახდენს, ანუ დაბალკალორიულ კვებაზე — ცილებისა და ამინომჟავების მცირე შემცველობით. დიეტა სპეციალურად შემუშავდა სპეციფიკური მეტაბოლური პროცესების გასააქტიურებლად, რომლებიც ქიმოთერაპიის ეფექტს ზრდის.

მეცნიერთა ჯგუფი სამზე მეტი წლის განმავლობაში აკვირდებოდა სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადებულ 131 პაციენტს, რომლებსაც არ აწუხებდათ ჭარბი წონა და შაქრიანი დიაბეტი.

რა კავშირია სექსსა და კიბოს შორის – მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი განმარტავს>>

კვლევამ აჩვენა, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც იკვებებოდნენ ბოსტნეულის სუპებით, მიირთმევდნენ ჩაისა და სხვა სითხეებს, ქიმიოთერაპიას ბევრად მაღალი ეფექტი ჰქონდა, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც კვებით ჩვეულებებს არ ცვლიდნენ.

„როდესაც ადამიანი შიმშილობს, კიბოს უჯრედებს საკვები აკლდება და მათი ზრდის ფაქტორები მცირდება. შედეგად – ბევრად მგრძნობიარეები ხდებიან თერაპიისადმი და იღუპებიან“, – წერენ მკვლევარები.

აღსანიშნავია, რომ შიმშილის მსგავს დიეტას არანაირი გვერდითი ეფექტი არ გამოუვლენია. ცნობილი ხდება, რომ მეცნიერები აპირებენ ჩაატარონ ახალი კვლევა, რათა დაადგინონ, ექნება თუ არა იმიტირებული შიმშილის დიეტას ტრადიციულ მკურნალობასთან ერთად ასეთივე ეფექტი კიბოს სხვა ფორმების შემთხვევაში.