საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

3,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო–სომხეთის სახელმწიფო საზღვრიდან 2 კილომეტრში იყო.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოს საზღვართან 3,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 08:06 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს სამხრეთით, სომხეთის ტერიტორიაზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 2 კილომეტრში იყო.