მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსულ ნავთობზე ფასმა ერთ ბარელზე 46 დოლარს მიაღწია

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის მოხსნის შემდეგ ეკონომიკების ამოქმედებამ და OPEC+-ის ქვეყნების მიერ აპრილში გაფორმებულმა შეთანხმებამ ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდა გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ევროპაში რუსული Urals-ის მარკის ნავთობი ივნისის დასაწყისიდან 7 დოლარით გაძვირდა და ერთ ბარელზე 45-46 დოლარს მიაღწია, ნათქვამია საერთაშორისო სააგენტო Argus-ის მასალებში.

აპრილის დასაწყისში მსოფლიოში კორონავირუსის გამო შექმნილი რთული სიტუაციისა და OPEC+-ის მიერ გარიგების ჩაგდების გამო Urals-ის ფასმა უკან მოიტოვა 1999 წლის მინიმალური მაჩვენებელი - ის ერთ ბარელზე 10,54 დოლარამდე დაეცა. ამჟამად სავაჭრო ნიშანი კვლავ Brent-ის პრემიასთან ერთად იყიდება, რომელიც შემცირდა და ახლა შეადგენს ერთ ბარელზე 1,55 დოლარს ჩრდილო-დასავლეთ ბაზარზე და 2,55 დოლარს - სამხრეთ ბაზარზე.

OPEC-ი ნავთობის მოპოვების შემცირების რადიკალურ ვარიანტებს განიხილავს

„შეზღუდული მიწოდების ფონზე Urals-ი კვლავ ეტალონის პრემიასთან ერთად იყიდება. ასე მაგალითად, 23 ივნისს რუსული ბრენდის პარტიებზე ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში პრემია ერთ ბარელზე 1,55 დოლარს შეადგენდა... ევროპაში გადამუშავების დაბალი მარჟის და საარბიტრაჟო მიწოდებისთვის პირობების გაუარესების გამო ივნისის დასაწყისში პრემია 0,75 დოლარით შემცირდა. აბსოლუტურ გამოსახვაში Urals-ი ეტალონის კვალდაკვალ გაძვირდა 7,42 დოლარით - ერთ ბარელზე 45,06 დოლარამდე“, - ნათქვამია სააგენტოს მიმოხილვაში.

მასალაში მითითებულია, რომ ხმელთაშუა ზღვის აუზში ბოლო დროს Urals-ის 90-100 ათას ტონა მოცულობის პარტიებზე პრემია ეტალონის მიმართ 2,55 დოლარის ნიშნულზე რჩება, ივნისის დასაწყისში ის ერთ ბარელზე 0,25 დოლარით დაეცა. ამ პერიოდში მარკა აბსოლუტურ გამოსახვაში ეტალონის კვალდაკვალ 7,92 დოლარით გაძვირდა - ერთ ბარელზე 46,06 დოლარით.