თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ქუთაისში თაღლითობის ფაქტი მოხდა - პირდაპირ ქუჩაში ქუთაისის მერიის ერთ-ერთი აიპის თანამშრომელი დააკავეს.
საუბარია „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ერთ-ერთ თანამშრომელზე, რომელიც სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს ქუთაისის მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 800 ლარი მოსთხოვა. დაკავების მომენტში ბრალდებულმა თანხის ნაწილი 400 ლარი წინასწარ გამოართვა.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის „თაღლითობის მცდელობის“ მუხლით აღიძრა, რომელიც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. გამოძიებას სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული ქუთაისის საბრძოლო დიდების მუზეუმის თანამშრომელია.